დასახელება:
SAP CX კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
სოფთ მოუშენ
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
ამჯერად, კომპანია "სოფთ მოუშენი" აცხადებს ვაკანსიას SAP CX კონსულტანტის პოზიციაზე:
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** მიმდინარე ბიზნეს-პროცესების ანალიზი და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
** ახალი პროცესების მოდელირება და სისტემაში დანერგვა;
** SAP სისტემის კონფიგურირება და ტექნიკური მხარდაჭერა მიმართულების ფარგლებში;
** საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** ახალი მოდულებისა და ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა;
** ტრანზაქციებისა და პარამეტრების საჭიროების ანალიზი და მოდიფიკაცია;
** სისტემური პრობლემების იდენტიფიკაცია და ოპერატიული გადაწყვეტა;
** საბოლოო მომხმარებლებისათვის ინსტრუქციების მომზადება და სწავლების მხარდაჭერა;
** ბიზნესის მოთხოვნების ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა;
** სხვა სისტემებთან ინტეგრაციაში მონაწილეობა და გარე კონსულტანტებთან თანამშრომლობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** SAP ან სხვა ERP სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება;
** საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი (ტექნიკური დავალებები, გეგმა, ინსტრუქციები);
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
** ინიციატივიანი, მოქნილი და სწრაფად ადაპტირებადი ახალ გარემოსთან;
** პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
კომპანია სოფთ მოუშენში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1867
|
|
|
|