Робота для біженців з України
გეოეკოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გეოეკოლოგი
მომწოდებელი: ენერგო-პრო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს გეოეკოლოგის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

მოვალეობები და ვალდებულებები:

** გეოდინამიკური პროცესების ცვლილებებზე მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება, შემარბილებელი პროცესების განსაზღვრა, შესაბამისი პროექტის მომზადებისათვის ტექნიკური დავალების დაწერა და პროექტის მენეჯმენტი.
** გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენება გეოდინამიკურ ცვლილებებზე დაკვირვების პროცესში.
** გეოდინამიკური და ჰიდროდინამიკური თვითმონიტორინგის სამუშაოების ორგანიზება და განხორციელება საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გათვალისწინებით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (გეოლოგი და/ან ჰიდროგეოლოგი);
** შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** ეკოლოგიური თვითმონიტორინგისა და ეკოლოგიური აუდიტის წარმოების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და ავტომანქანის მართვის ცოდნა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე