Робота для біженців з України
SAP EWM ფუნქციონალური კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: SAP EWM ფუნქციონალური კონსულტანტი
მომწოდებელი: სოფთ მოუშენ
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
ამჯერად, კომპანია "სოფთ მოუშენი" აცხადებს ვაკანსიას SAP EWM ფუნქციონალური კონსულტანტის პოზიციაზე:

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ბიზნეს პროცესების ანალიზი საწყობის მართვის კუთხით და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
** საწყობის პროცესების მოდელირება და SAP EWM სისტემაში ინტეგრაცია;
** SAP EWM მოდულის კონფიგურაცია, პარამეტრიზაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ფუნქციური და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება დეველოპერებთან თანამშრომლობით;
** ახალი ფუნქციონალის ტესტირება და დანერგვაში მონაწილეობა;
** სისტემური გაუმართაობების იდენტიფიცირება და დროული გადაწყვეტა;
** მომხმარებლების ტრენინგის დაგეგმვა, ინსტრუქციების მომზადება და მხარდაჭერა;
** პროექტებში მონაწილეობა სხვა მოდულებთან (MM, SD, TM და ა.შ.) ინტეგრაციის მიმართულებით.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ლოჯისტიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება SAP EWM მოდულთან მუშაობაში;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და კომუნიკაციის დონეზე.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პროფესიული განვითარების მუდმივი სურვილი.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

კომპანია სოფთ მოუშენში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.

ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1868
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე