დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ფილიალის მენეჯერი ვაკანსიას მარნეულის ფილიალში.
(თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა)
ძირითადი მოვალეობები:
** მარნეულის ფილიალის მართვა;
** ფილიალის მუშაობის ანალიზი და შესაბამისი მაჩვენებლების საფუძველზე საჭირო ღონისძიებების გატარება მისი ფუნქციონირების, გეგმების შესრულებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით:
** სამედიცინო მომსახურების ხარისხის სისტემის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** ფილიალის თანამშრომლების რაციონალური მუშაობის ორგანიზაცია, კონტროლი და მონიტორინგი;
** ფილიალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის შესაბამისად;
** ფინანსური დოკუმენტაციის მომზადებაზე და დადგენილ ვადაში შესაბამის, გადამხდელ ორგანიზაციაში ჩაბარებაზე კონტროლი;
** ფილიალში არსებული მატერიალური ფასეულობების, თანხების უსაფრთხოებისა და ინკასაციის სტანდარტების დაცვა;
** ფილიალის ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალების შეკვეთების დროული მომზადებაზე ზედამხედველობა, მარაგებისა და ხარჯვის კონტროლი.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება - მედიცინა, ჯანდაცვის მენეჯმენტი, ბიზნეს ადმინისტრირება;
** პოზიციაზე კანდიდატების განხილვისას უპირატესობა მიენიჭება: სამუშაო გამოცდილებას ჯანდაცვის ორგანიზაციაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** გუნდის ლიდერობისა და მოტივაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის და მაღალი დონის შეხვედრების მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვისა და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** რამდენიმე საქმის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ფილიალის მენეჯერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3/08/2025
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ავერსის კლინიკა" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 12 თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ავერსის კლინიკამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო hr_clinic@aversi.ge.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" mladvisoryteam@gmail.com; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|