დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
მომწოდებელი:
ედვინგსი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
კომპანია "Adwings" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (გლდანის ხიდებთან, მ/ს სარაჯიშვილთან ახლოს)
სამუშაო გრაგიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00 სთ-მდე (1 სთ შესვენება). შაბათს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1000 (ხელზე ასაღები)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქცია- მოვალეობები:
** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება.
** მთავარი ბუღალტრის მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის მიმართულებით.
** ბუღალტრული პროგრამა FINA-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ბუღალტრის თანაშემწედ მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: hr@adwings.ge, სათაურში მიუთითეთ "ბუღალტრის დამხმარე".
|
|
|
|