დასახელება:
სუშის და ვოკის მზარეული
|
მომწოდებელი:
სუშიკო
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
რესტორანი სუშიკო, რომელიც მდებარეობს ვერაზე, კორნელი კეკელიძის 14, აცხადებს ღამის ცვლის გამოცდილ სუშის და ვოკის მზარეულის ვაკანსიებს.
გვიხილეთ FB ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს, გვაქვს 2 ვაკანსია.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება ერთი სამუშაო ცვლის 81 ლარი (net) სამუშაო გვაქვს 8 საათიანი ცვლები, შესაბამისად ერთი თვის ხელფასი 2000 ლარი (net) გამოდის.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2 -ზე, ხუთი ღამე მუშაობს და 2 დღე-ღამე ისვენებს. ღამის ცვლა 19.00 სთ - დან 03.00 სთ -მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუშის ან ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოცდილება სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით,
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661
ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე, sushikorecruting@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება სუშის მზარეული ან ვოკის მზარეული.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|