დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გლასს ლაინ
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"GLASS LINE"-ში გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს.
"გლას ლაინი" არის ალუმინის, მეტალო-პლასტმასის და შუშის წარმოების კომპანია რომელიც 3 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.
რას აკეთებს გაყიდვების მენეჯერი?
** კლიენტებთან კომუნიკაცია (სამშენებლო ობიექტებზე შეხვედრების ორგანიზება, ტელეფონით, ელ-ფოსტით, ონლაინ ჩატით);
** კონსულტაციის გაწევა - კლიენტის საჭიროებების მიხედვით საუკეთესო პროდუქტის შერჩევა;
** შეთავაზებების, პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური კლიენტების/პროექტების მოძიება, პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება და ინვოისების გენერირება;
** საბუთების გაფორმება/მოწესრიგება
რას ვითხოვთ?
** სავალდებულოა კომპანიის პროდუქტების მახასიათებლებში გარკვეულობა;
** ქართული ენის ცოდნა აუცილებელია, ინგლისური ან/და რუსული - დამატებითი უპირატესობა;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
** ოფისის ლოკაცია - თბილისი, ისანი-სამგორი, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩა
** ანაზღაურება - - 1500 - 2000 ლარი, ხელზე ასაღები
** * დამატებითი ანაზღაურება - ბონუსი გაყიდვებიდან გაყიდვების მოცულობაზე და კანდიდატის კვალიფიკაციაზე დამოკიდებული (საორიენტაციო ბონუსი - 1000 - 3000 ლარი (ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არსებობს)
** კომპანია ანაზღაურებს შეხვედრებზე ტრანსპორტირება/საწვავის ხარჯს და ულიმიტო სასაუბროს კორპორატიულ ტელეფონზე.
** სასურველია კანდიდატს შეეძლოს საკუთარი ავტომობილით გადაადგილება.
თუ თვლით, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა 22 აგვისტომდე გამოაგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე ფოტო-სურათთან ერთად ltdglassline@gmail.com და შემოუერთდით GLASS LINE -ის გუნდს.
|
|
|
|