დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენს შესახებ: ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას №9.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლების მოძიება;
** შიდა ბაზის წარმოება;
** ზარების განხორციელება და პირველადი კომუნიკაციის დამყარება
** ყოველდღიური გაყიდვების დაგეგმვა, განხორციელება;
** ახალი კავშირების შექმნა და პირისპირ კომუნიკაცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან
** რეგულარული შეხვედრები არქიტექტორებთან, მშენებლებთან და დეველოპერებთან;
** აქტიური მობილობა და შეხვედრების ორგანიზება ადგილზე;
** კონტაქტზე ყოფნა პოტენციურ და არსებულ დამკვეთებთან;
** რეპორტინგის მომზადება.
უნარები და თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა და თვითმართვადი მუშაობის სტილი
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) - სავალდებულო
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** სამედიცინო დაზღვევა
** პროფესიული განვითარება
** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
** ჯანსაღი სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|