Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: პლანეტარიუმი
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.

კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.

ძირითადი პირობები:

სამუშაო ადგილი: სითი მოლი საბურთალო;
დასაქმების ტიპი: არასრული;
სამუშაო საათები: ორშაბათი - კვირა, 10:00-16:00 ან 16:00-22:00
სამუშაოს ხანგრძლივობა: კვირაში 4 ან 5 დღე, ჯამში კვირაში 30 საათი.

ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე

ვის ვეძებთ?

"პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში.

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა;

გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ndoreuli@planetarium.ge და მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 10 აგვისტო 2025.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე