Робота для біженців з України
საწარმოო დანადგარის ოპერატორი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწარმოო დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფაბრიკა 1900
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.

"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - საწარმოო დანადგარის ოპერატორი.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან)
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარზე მუშაობა;
** საწარმოო დანადგარის მომზადება და პროდუქციის წარმოება ტექნიკური ბარათის შესაბამისად;
** წარმოებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება, ხარისხის კონტროლი;
** დანადგარის ოპერატიული მოვლა-შენახვა;
** დანადგარის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მცირე, ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რომელიმე საწარმოო დანადგარზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს მიენიჭებათ უპირატესობა;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;

ბენეფიტები:

ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება
** ტრანსპორტირება;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწარმოო დანადგარის ოპერატორი
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე