დასახელება:
სტიუარდი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: 08:00-15:00, კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** დილის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** FitPass;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
მოვალეობები:
** ჭურჭლის გარეცხვა და დახარისხება;
** გენერალურ დასუფთავებაში მონაწილეობის მიღება;
** დანადგარების, ინვენტარისა და სამუშაო ტერიტორიის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
** სარეცხი საშუალების გამოყენება ინსტრუქციის შესაბამისად;
** სისუფთავის ნორმებისა და სტანდარტების დაცვა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ხარისხსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
(აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის).
|
|
|
|