Робота для біженців з України
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Metta
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სამშენებლო კომპანია "მეტტა/Metta" 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს https://www.metta.ge/

"მეტტა/Metta" ეძებს გუნდის ახალ წევრს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ.55
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

მთავარი ბუღალტრის როლი განისაზღვრება კომპანიის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის უზრუნველყოფით.

მთავარი ბუღალტრის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის განსაზღვრა და შემუშავება, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მასთან თანხვედრაში;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების უზრუნველყოფა მათი მთავარი ბუღალტრის თანაშემწეთა შორის გადანაწილების და საქმის ორგანიზების მეშვეობით;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგი მისი დროულობის, სიზუსტის და უტყუარობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყოველი კვარტლის ბოლოს რიგ, კრიტიკულად მნიშვნელოვან (პერიოდის ბრუნვის მოცულობიდან გამომდინარე) დამკვეთებთან, ბუღალტრული შედარების აქტის გაფორმება.
** საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ჩამოწერის კონტროლი;
** ყოველი საანგარიშსწორებო თვის ბოლოს საბანკო ამონაწერების რეკონსილაცია საბუღალტრო ჩანაწერებთან მათი სისწორის უზრუნველყოფის მიზნით;
** მიღებული სახელფასო უწყისის გადამოწმება და სახელფასო განაცემების განხორციელება საბანკო გადარიცხვის გზით;
** საბუღალტრო პროგრამაში ახლად შეძენილი ძირითადი საშუალებების და ახალი კრედიტორის და/ან დებიტორის საბუღალტრო ბარათის შექმნა;
** ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული გადასახადების დროული გადახდა ან ლიკვიდურობის პრობლემის შემთხვევაში აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსურ დირექტორთან დროული კომუნიკაცია;
** საბანკო გადახდების წარმოება, კრედიტორებთან ანგარიშსწორება კომპანიაში დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად;
** გარე აუდიტორულ კომპანიასთან მუშაობა აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების ეტაპზე;
** ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო აუდიტთან მუშაობა საგადასახადო აუდიტის ეტაპზე, მათთვის სრული მხარდაჭერის გაწევის მიზნით;
** ფინანსური დირექტორის მიერ სხვა, მიმდინარე დავალების შესრულების უზრუნველყოფა შეთანხმებული ვადებით და პრიორიტეტულობით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ეკონომიკის და/ან ფინანსების ბაკალავრი, [მაგისტრი სასურველი];
** ბუღალტრად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ საქართველოს კანონის ცოდნა;
** ACCA, CPA;
** Microsoft საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.

განაცხადის გასაკეთებლად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, გადადით ბმულზე: https://wkf.ms/4kOCOB4

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე