Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Food Balls Georgia
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
კომპანია "ფუდ ბოლლს ჯორჯია" საქართველოს ბაზარზე არის ახალი მწარმოებელი კომპანია ინოვაციური ასორტიმენტით.

კომპანიის მთავარი ღირებულებაა, მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

გამოგვყევი და თვალი ადევნე ჩვენს სიახლეებს https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d

თუ გინდა საკუთარ შესაძლებლობების რეალიზება შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

კომპანია Food Balls Georgia ქართულ ბაზარზე სთავაზობს მომხმარებლებს ჯანსაღი ნახევარფაბრიკატებისა და ინოვაციური ტკბილეულის პროდუქციას. ვთანამშრომლობთ მსხვილ ქსელურ ობიექტებთან და ჰორეკა სექტორთან.

Food Balls Georgia-ში ვეძებთ ენერგიულ ჭურჭლის მრეცხავს, ვისაც აქვს გამოცდილება და სურს კარიერა გააგრძელოს მზარდ ქართულ ბრენდში.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი) შესვენება 1 სთ
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1000 (ნეტ)
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქინძმარაულის ქ. 5, საფოსტო ინდექსი - 0145.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სტანდარტების მიხედვით;
** ჭურჭლის და ინვენტარის გარეცხვა, დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას სამუშაო საათებში;
** მეგობრულ, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე hr@foodballs.ge და (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: 511 444 113
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში  შეაგროვოს,  დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე