Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი
მომწოდებელი: Solo Pharm Group
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"Solo Pharm Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

** მიმართულება: სამედიცინო სახარჯი მასალები
** მდებარეობა: თბილისი, გორგასლის 40
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე
** ხელფასი ფიქსირებული + ბონუსი

ვაკანსიის აღწერა:

კომპანია, რომელიც საქმიანობს სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტსა და დისტრიბუციაში, ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს. პოზიციის მიზანია არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის მხარდაჭერა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებთან და ფარმაცევტულ ობიექტებთან სატელეფონო კომუნიკაცია
** პროდუქციის შეთავაზება და საჭიროებების გარკვევა
** შეკვეთების მიღება და CRM სისტემაში ასახვა
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგი და კონტროლი
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და განახლება
** თვიური/კვირეული გეგმის შესრულება
** ფიდბექის შეგროვება პროდუქციასა და მომსახურებაზე

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის მაღალი უნარ-ჩვევები
** გამოცდილება გაყიდვებში (სავალდებულოა)
** სამედიცინო სფეროს ზედაპირული ცოდნა (სასურველია)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრების Excel-ის ცოდნა

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა გაყიდვებზე
** გადამზადება პროდუქციასა და გაყიდვების ტექნიკებზე
** კარიერული ზრდის პერსპექტივა

დაინტერესების შემთხვევაში, 30 ივლისამდე, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: solopharmgroup@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ - გაყიდვების მენეჯერი/ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე