დასახელება:
მონიტორინგისა და ადმინისტრირების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
დელტა ქონექთი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"Delta Connect Georgia" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 5-ზე მეტი მიმართულების სერვისებსა თუ მაღაზიებს.
ჩვენ პორტფოლიოში შედის გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა: https://tactical.ge/, https://racia.ge/, https://forkids.ge, https://rentmania.ge/, https://detectors.ge/ და https://myvelo.ge/. ყველა ეს მიმართულება გამოირჩევა ინოვაციურობით ქართულ ბაზარზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგისა და ადმინისტრირების კოორდინატორის პოზიციაზე.
თანამშრომელს დახვდება მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და გარემო.
ლოკაცია: ქ.თბილისი, აგლაძის 15
ძირითადი მოვალეობები:
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი
** სამუშაო დავალებების განაწილება, შესრულების ვადების კონტროლი
** მითითებებისა და შენიშვნების გაცემა საჭიროების შემთხვევაში
** მენეჯერის მხარდაჭერა ყოველდღიურ საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებში
** მონაწილეობა ადამიანური რესურსების პროცესებში (მაგ. რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა, შეფასება, თანამშრომელთა ადმინისტრირება)
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და წარდგენა
პირობები:
** კვირის განმავლობაში 3 ან 4 დღე
** გრაფიკი: 10:00-22:00
** ანაზღაურება: 1275-1650ლ (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე hr.deltaconnect@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ "კოორდინატორი".
|
|
|
|