Робота для біженців з України
დიასახლისი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიებს დასუფთავების დეპარტამენტში დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: სასტუმროს ნომრების დალაგება სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება დასუფთავების მიმართულებით;
** ასევე უპირატესობად ჩაითვლება სასტუმროში მუშაობის სტაჟი;
** სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმალურ დონეზე (არ არის სავალდებულო მოთხოვნა).

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე