დასახელება:
მიმართულებების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დელტა ქონექთი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"Delta Connect Georgia" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს 5-ზე მეტი მიმართულების სერვისებსა თუ მაღაზიებს.
ჩვენ პორტფოლიოში შედის გამორჩეული ბრენდები, როგორიცაა: https://tactical.ge/, https://racia.ge/, https://forkids.ge, https://rentmania.ge/, https://detectors.ge/, და https://myvelo.ge/. ყველა ეს მიმართულება გამოირჩევა ინოვაციურობით ქართულ ბაზარზე.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმართულებების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს კომპანიის ეფექტურ მართვასა და განვითარებას.
თანამშრომელს დახვდება მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და გარემო.
ლოკაცია: ქ.თბილისი, აგლაძის 15
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში ძირითადი პროცესების ზედამხედველობა
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი
** რეკრუტინგის პროცესი, თანამშრომელთა შერჩევა და განვითარება
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და ანალიზი
** მომსახურების სტანდარტისა და შინაგანაწესის მონიტორინგი და დაცვა
** კომპანიაში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
** საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა
პირობები:
** კვირის განმავლობაში 5 დღე
** გრაფიკი: 10:00-19:00
** ანაზღაურება: პირველი გამოსაცდელი თვე, 1530 ლარი (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
** მეორე თვიდან, 2550 ლარი (მოცემული ანაზღაურება მოიცავს საშემოსავლო გადასახადს და სავალდებულო საპენსიო შენატანს)
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე hr.deltaconnect@gmail.com და "Subject"-ში მიუთითოთ "მიმართულებების მენეჯერი"
|
|
|
|