დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ეიჩპიემ
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად ჩვენ ვეძებთ HR მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
ძირითადი ფუნქციები:
** მონაწილეობის მიღება შერჩევის სრულ ციკლში; კანდიდატებთან სატელეფონო კომუნიკაცია, გასაუბრებების ჩანიშვნა/ჩატარება, თანამშრომლის აყვანა;
** Onboarding-ის პროცესში ჩართულობა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა (დოკუმენტურად და ელექტრონულად) და მათი პერსონალური ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** მონაწილეობის მიღება დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, ბონუსების, მატერიალური კომპენსაციების და სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება/ მართვაში;
** მონაწილეობის მიღება თანამშრომლების KPI-ის დანერგვა/გაცემის პროცესში;
** სხვადასხვა სახის სამოტივაციო პროექტების პროცესის ხელშეწყობა, მათ დანერგვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა კმაყოფილებისა და შიდა ორგანიზაციული კვლევების ჩატარება, კვლევების შედეგების ანალიზი, შესაბამისი აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
** კორპორაციული ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** დეპარტამენტის სხვადასხვა HR პროექტებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან დაახლოებულ სფეროში;
** აუცილებელია მსგავს მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა, როგორც ზეპირი, ასევე წერითი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
უნარები და მახასიათებლები
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის მაღალ დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|