Робота для біженців з України
Automated Testing უფასო სასწავლო პროგრამები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Automated Testing უფასო სასწავლო პროგრამები
მომწოდებელი: EPAM Campus
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
"EPAM Campus" გთავაზობთ უფასო სასწავლო პროგრამებს Automated Testing-ის მიმართულებით.

Automated Testing in .NET

EPAM Campus აცხადებს მიღებას Automated Testing in .NET-ის უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა C#-ში და სურს გაიღრმავოს უნარები ტესტირების ავტომატიზაციის ამ მიმართულებით.

კურსი, რომელსაც ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები უძღვებიან, ეტაპობრივად გაგაცნობთ ტესტირების პროცესებს, თანამედროვე ინსტრუმენტებსა და .NET პლატფორმის შესაძლებლობებს.

გაეცანით პროგრამის სრულ დეტალებს ინგლისურ ენაზე და გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე: https://epa.ms/ge-net-4875

Automated Testing in Java

EPAM Campus აცხადებს მიღებას Automated Testing in Java-ის უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვინც ფლობს Java-ს საბაზისო ცოდნას და სურს განავითაროს კარიერა ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით.

ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მიერ შემუშავებული კურსის ფარგლებში გექნებათ შესაძლებლობა, გაეცნოთ თანამედროვე ავტომატიზაციის ჩარჩოებს და გაიღრმაოთ ცოდნა პროგრამირების ამ ენაში.

გაეცანით პროგრამის სრულ დეტალებს ინგლისურ ენაზე და გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე: https://epa.ms/ge-java-4876

Automated Testing in JavaScript

EPAM Campus აცხადებს მიღებას Automated Testing in JavaScript-ის უფასო ონლაინ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე აქვს JavaScript-ის საბაზისო ცოდნა და სურს ტესტირების ავტომატიზაციის ამ მიმართულებით განვითარება.

ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების მიერ შექმნილი კურსის ფარგლებში ეტაპობრივად გაეცნობით გაგაცნობთ ვებაპლიკაციების ტესტირების თანამედროვე მიდგომებსა და ხელსაწყოებს, პრაქტიკული სწავლების ფორმატში.

გაეცანით პროგრამის სრულ დეტალებს ინგლისურ ენაზე და გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე: https://epa.ms/ge-js-4877
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე