დასახელება:
ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, მ.ასათიანის ქუჩა N9
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით.
მოვალეობები:
** კლინიკების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებისთვის დეტალური ხარჯთაღრიცხვების მომზადება;
** არქიტექტურული ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი პროექტის მასშტაბისა და ღირებულების დასადგენად;
** საჭიროების შემთხვევაში ობიექტის ინსპექტირება არსებული მდგომარეობის შესაფასებლად;
** თანამშრომლობა პროექტის მონაწილეებთან: პროექტის მენეჯერები, არქიტექტორები, ინჟინრები;
** სამშენებლო მასალების, სამუშაო ძალისა და ტექნიკის ღირებულებების რეგულარული მოძიება;
** პროექტის ბიუჯეტის მონიტორინგი და ხარჯების კონტროლი პროექტის მიმდინარეობისას;
** შესყიდვებისა და ტენდერის პროცესებში მონაწილეობა, ფასების შედარება და მიმწოდებლებთან მოლაპარაკება;
** შესაბამისობის დადგენა მშენებლობის ნორმებთან, ჯანდაცვის რეგულაციებთან;
** ღირებულებების ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება ხარისხის შემცირების გარეშე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მენეჯმენტში, სამოქალაქო ინჟინერიაში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიების და ადგილობრივი ბაზრის ფასების კარგად ცოდნა;
** არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი;
პიროვნული მახასიათებლები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოებებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროული და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული, პუნქტუალური და შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
ბოლო ვადა: 31/07/2025
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელფოსტაზე: teacheishvili555@yahoo.com
|
|
|
|