Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Skechers
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სპორტული მაღაზია "სკეჩერსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

პირობები:

** ლოკაცია: საბურთალო სითი მოლი / ისთ-ფოინთი, თვალჭრელიძის 2ა
** გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება (10:00-19:00 / 13:00-22:00 - შესაძლებელია გრაფიკის გადაწევა გადმოწევა საჭიროების შემთხვევაში)
** ანაზღაურება: 800 (ფიქსირებული) + ბონუსი (100-500 ლარი)

ბენეფიტი:

** უნიფორმა
** მუდმივი კორპორატიული ფასდაკლება სასურველ პროდუქციაზე

აუცილებელი მოთხოვნა: ინგლისური ან/და რუსული სასაუბრო დონეზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების განხორციელება
** კოლექციის ზედმიწევნით ცოდნა
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
** მაღაზიაში წესრიგის კონტროლი

მახასიათებლები:

** თავაზიანი
** კომუნიკაბელური
** განვითარებაზე ორიენტირებული
** დისციპლინირებული
** პოზიტიური და ენერგიული

თუ მზად ხართ სწრაფი განვითარებისთვის და გაქვთ სურვილი, გახდეთ "სკეჩერსის" გუნდის წევრი, განავითაროთ ხარისხიანი ბრენდი ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: iman@rgx.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე - 577 936 336

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე