დასახელება:
ელექტროენერგიის ტრეიდერი - Power-IT
|
მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიაა. კომპანიის საქმიანობის სფეროა საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, იურიდიული მომსახურება, ადამიანური რესურსების მართვა, პროგრამული უზრუნველყოფა და IT მხარდაჭერა. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი დიდი კომპანიები როგორიცაა: "შარმ ტრეიდინგი", "სუფთა სახლი", "GDCC", "შაბა", "A Logistics Company", "VitrA" და სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.aacc.ge
"AACC" პარტნიორი კომპანია "Power-IT"-თვის ეძებს ელექტროენერგიის ტრეიდერს!
მდებარეობა: თბილისი, A კლასის ბიზნეს ცენტრი - City Tower (ვაჟა-ფშაველას # 70)
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათიანი სამუშაო კვირა)
თუკი გაქვთ გამოცდილება ენერგეტიკაში, გსურთ კარიერული განვითარება სწრაფად მზარდ და პროფესიონალურ კომპანიაში, საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ, კომპანია ეძებს მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც ფლობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკას და შეუძლია მისი გამოყენება წარმატებული სავაჭრო ოპერაციებისთვის.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ანაზღაურება 2500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი პორტფელის ბრუნვიდან 1%;
** კარიერული განვითარების პერსპექტივა როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო მასშტაბით;
** მეგობრული და პროფესიონალური გარემო, კომფორტული სამუშაო სივრცე;
** სტაბილური, მზარდი კომპანია ენერგეტიკის სექტორში
ძირითადი მოვალეობები:
** ელექტროენერგიით ვაჭრობის ოპერაციების დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზირება;
** სემეკ-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** აქტიური კომუნიკაცია სსე-სთან, ესკო-სთან და სემეკ-თან;
** ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება ენერგეტიკაში ან ელექტროენერგიის ტრეიდინგში;
** საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის და რეგულაციების სიღრმისეული ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან და რეგულაციებთან მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ელექტროენერგიის ტრეიდერი".
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|