Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: გრადა
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
გაქვს უკვე რამდენიმე წელი გამოცდილება მარკეტინგში და მზად ხარ ნაბიჯი წინ გადადგა?

"გრადა დეველოპმენტი" ეძებს ახალი თაობის მარკეტინგის მენეჯერს - პროაქტიულს, პასუხისმგებლობიანს და განვითარებაზე ორიენტირებულს, ვისაც აინტერესებს უძრავი ქონების სფერო და სურს რეალურ გავლენას ახდენდეს კომპანიის იმიჯზე, გაყიდვებზე და ბრენდის აღქმაზე.

ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

რას გააკეთებ?

** კომპანიის მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა
** სოციალური მედიის მართვა (Facebook, Instagram), შინაარსის დაგეგმვა და ანალიტიკა
** ბრენდის აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და შეფასება
** პარტნიორებთან და გარე სააგენტოებთან კოორდინაცია
** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა, მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი
** პროექტების სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მხარდაჭერა
** ვებგვერდისა და სარეკლამო მასალების განახლება
** ვიზუალური მასალის შექმნის პროცესში ჩართულობა (ფოტო/ვიდეო კონტენტი)
** ობიექტებზე ვიზიტები და მარკეტინგული აქტივობების კოორდინაცია

ვის ვეძებთ?

** გაქვს მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის ან PR-ის სფეროში
** შეგიძლია დამოუკიდებლად დაგეგმო და განახორციელო მარკეტინგული აქტივობები
** კარგად ფლობ სოციალურ მედიას, Canva/დიზაინ ინსტრუმენტებს და მინიმუმ Excel-ს
** ხარ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული
** ინტერესდები უძრავი ქონების ან დეველოპერული სექტორით - პლუსად ჩაითვლება
** ინგლისური ენა - სასურველია საშუალო დონეზე მაინც

რას გთავაზობთ?

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა და ჩართულობა საინტერესო პროექტებში
** რეალური სივრცე ინიციატივებისა და შემოქმედებითი იდეებისთვის
** მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
** შანსი, იყო ბრენდის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი

გამოაგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: nrekhviashvili@grada.ge

Subject: მარკეტინგის მენეჯერი

გახდი გუნდის ნაწილი, სადაც შენი იდეები რეალურად ხორციელდება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე