დასახელება:
მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
PayBox
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 20 აგვისტო
|
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
"Paybox" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
** ანაზღაურება: 800 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.
** გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
რისი გაკეთება მოგიწევს:
** მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** მოქნილობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
** კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ubKOsOX
|
|
|
|