დასახელება:
ტვირთების ინსპექტორი
|
მომწოდებელი:
SGS Georgia
|
გამოქვეყნდა: 22 ივლისი
/ ბოლო ვადა: 22 აგვისტო
|
"SGS" არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.
შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ტვირთების ინსპექტორის (ავტომობილით) პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: (მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ორ თვიანი სწავლების შემდგომ - სწავლების პერიოდი გინაზღაურდებათ)
მომსახურების გაწევის ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპის ტვირთების რაოდენობის და ხარისხის შემოწმება საერთაშორისო სტანდარტების და SGS-ის ინსტრუქციების თანახმად;
** საველე ინსპექციების პროცესში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და წარდგენა;
** ტვირთების შემოწმების შედეგად მოპოვებული პირველადი მონაცემების შეგროვება;
** ტვირთების შემოწმების პროცესში ადგილობრივი კანონმდებლობით და კომპანიის მოთხოვნების შესრულება შრომის უსაფრთხოების დაცვა;
** კომპანიის მხრიდან სავალდებულო ტრენინგებზე დასწრება და კურსის სრულად გავლა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო განათლება (უმაღლესი განათლება - უპირატესობად ჩაითვლება).
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი - (ავტომობილის იჯარის თანხას უზრუნველყოფს კომპანია)
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (MS Office).
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა სამუშაოსადმი.
ჩვენ გთავაზობთ:
** საველე სამუშაო გამოცდილებას საერთაშორისო ორგანიზაციაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
** შიდა ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას აქტუალურ სფეროში.
** მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება SGS-ში სადაც შესულია 2 თვიანი სწავლება შემდგომში კომპანიისთვის გასაწევი მომსახურებისთვის.
** სწავლების პერიოდში და შემდგომ კონკურენტულ ანაზღაურებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vladimer.glonti@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|