Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Emporio Armani
გამოქვეყნდა: 22 ივლისი / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
მაღაზია "Emporio Armani Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის ვაკანსიაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არ არის გათვლილი და არ არის მორგებული სტუდენტებზე. ასაკის ზედა ზღვარი - შეზღუდვების გარეშე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში: 11:00-20:00, 12:00-21:00
ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

აუცილებელი მოთხოვნა:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები - საკომუნიკაციო დონე;
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ - მისამართზე: vacancy@itc.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: EA გაყიდვების კონსულტანტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება. ასევე, გთხოვთ რეზიუმეს თან დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე