Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: შოშიას სილამაზის სივრცე
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"შოშიას სილამაზის სივრცე" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებელ და თავაზიან ადმინისტრატორს, რომელიც შეავსებს ჩვენს მეგობრულ და მყუდრო გუნდს.

მდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 76ბ (მეტროს გვერდით)

გთავაზობთ ორ განსხვავებულ პოზიციას, რომელიც შეგიძლია შენს განრიგს მოარგო:

პოზიცია #1 - სრული განაკვეთი

** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** სამუშაო საათები: 11:00-20:00 ან ბოლო მომხმარებლამდე (ზოგჯერ 8-9 საათიდან 17:00/18:00 მდე).
** ხელფასი: 1200 ლარი (ფიქსირებული)

პოზიცია #2 - შაბათ-კვირა

** სამუშაო დღეები: შაბათი და კვირა
** სამუშაო საათები: 11:00-20:00 ან ბოლო მომხმარებლამდე (ზოგჯერ 8-9 საათიდან 17:00/18:00 მდე).
** ანაზღაურება: დღეში 50 ლარი

ძირითადი ვალდებულებები:

** მომხმარებლების ჩაწერა დროულად და ზედმიწევნით პროგრამაში.
** Facebook და Instagram-ზე შემოსული ყველა მესიჯისა და კომენტარის კონტროლი (არცერთი შეტყობინება არ უნდა გამოგრჩეს)
** შემოსულ ზარებზე დროული პასუხი და პასუხისმგებლობით საუბარი.
** ყოველდღიური სთორების გადაღება მიმდინარე პროცესებისას და სალონის Facebook/Instagram გვერდებზე განთავსება (ტელეფონით, შეგიძლიათ ამჟამინდელი სთორები ნახოთ)
** სალაროს ტრანზაქციების სწორად გატარება და პროგრამაში შეყვანა.
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი საუბარი მომხმარებლებთან, ჩაისა და ყავის შეთავაზება და დადებითი პასუხის შემთხვევაში გამასპინძლება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, თბილ და მყუდრო სამუშაო გარემოს
** თანასწორ და მოტივირებულ გუნდს
** კომფორტულ სამუშაო პირობებს თანამშრომლებისთვისაც და სტუმრებისთვისაც

სტაჟირება იქნება უფასო, 2 სამუშაო დღე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩაითვლება ანაზღაურებად დღეებად.

თუ მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: shoshiabeauty@gmail.com და მიუთითეთ, თუ რომელ პოზიციაზე გსურს დასაქმება.

გელოდებით შოშიას სილამაზის სივრცეში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე