Робота для біженців з України
მიმტანი, მთავარ მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, მთავარ მიმტანი
მომწოდებელი: ვაინ ნოთ
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ვეძებთ მიმტანს გუდიაშვილზე, ჩვენს მეგობრულ გუნდში გასაწევრიანებლად

პასუხისმგებლობა:

** სტუმრების დახვედრა, დროული მომსახურება
** მენიუს დამახსოვრება, რეკომენდაციების გაცემა და სწორი ფორმით შეთავაზება სტუმრებისთვის
** სამზარეულოსთან კოორდინაცია
** ღვინის ტრენინგების გავლა რესტორნის სომელიესთან და საჭიროების შემთხვევაში დეგუსტაციების ჩატარება
** რესტორნის კონცეფციის ცოდნა და გადაცემა მომხმარებლისთვის
** მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის
** სერვისის სტანდარტის დაცვა
** ბარის ფუნქციების შეთავსება საჭიროების შემთხვევაში (რამდენიმე მარტივი კოქტეილის მომზადება, ყავა/ჩაი)
** ბრენდის მიმართ სტუმრების კეთილგანწყობის ამაღლება მეგობრული, დროული, ყურადღებიანი მომსახურების ხარჯზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მიმტანად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის გამართულად - სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მეღვინეობის მიმართულებით აკადემიური ან პროფესიული გამოცდილება ჩაითვლება ბონუსად

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ღონისძიებებზე დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: winenotgeorgia2@gmail.com; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

---------------------------------------------------------

ვეძებთ მთავარ მიმტანს გუდიაშვილზე, ჩვენს მეგობრულ გუნდში გასაწევრიანებლად, 6 საათიანი გრაფიკი, კვირაში 5 დღე.

პასუხისმგებლობა:

** მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა და თანამშრომლების მონიტორინგი;
** კორპორატიულების/დაბადების დღეების და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა მენეჯერთან ერთად და მონიტორინგი;
** სტუმრების დახვედრა, დროული მომსახურება;
** მენიუს დამახსოვრება, რეკომენდაციების გაცემა და სწორი ფორმით შეთავაზება სტუმრებისთვის
** სამზარეულოსთან კოორდინაცია;
** ღვინის ტრენინგების გავლა რესტორნის სომელიესთან და საჭიროების შემთხვევაში დეგუსტაციების ჩატარება;
** რესტორნის კონცეფციის ცოდნა და გადაცემა მომხმარებლისთვის;
** მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის;
** ბარის ფუნქციების შეთავსება საჭიროების შემთხვევაში (რამდენიმე მარტივი კოქტეილის მომზადება, ყავა/ჩაი);
** ბრენდის მიმართ სტუმრების კეთილგანწყობის ამაღლება მეგობრული, დროული, ყურადღებიანი მომსახურების ხარჯზე;
** ჯავშნების მიღება/კონტროლი;
** მომხმარებელთა მაღალი სტანდარტებით მომსახურების უზრუნველყოფა და სერვისის ხარისხის შენარჩუნება;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და მათ დაკმაყოფილებაზე მეთოდური ზრუნვა;
** რესტორნის გაყიდვების მაქსიმიზაციაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სარესტორნო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; სერვისის მენეჯმენტის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა;
** ბონუსად ჩაითვლება მეღვინეობის მიმართულებით აკადემიური ან პროფესიული გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ღონისძიებებზე დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: winenotgeorgia2@gmail.com; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე