დასახელება:
განშლის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მაქსიმა
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას განშლის ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო დრო: 09:30სთ-18:30სთ ან 10:00სთ-19:00სთ;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის ქ. N109;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
ჩვენი შემოთავაზებაა:
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.
ჩვენი ბენეფიტი:
** კომპანია უზრუნველყოფს კვებას.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ამავე პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
** აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული პროდუქციისა და შესაბამისი მომსახურების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებლებისათვის მასალის ნაშთებზე ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლიდან მიღებული შეკვეთის პროგრამული დამუშავება და გატარება;
** წარმოებისთვის სრულყოფილად დამუშავებული შეკვეთის გადაცემა.
პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
** თავაზიანი, კომუნიკაბელური და მოქნილი;
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დაკვირვებული და პასუხისმგებლობიანი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "განშლის ოპერატორი".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|