Робота для біженців з України
ტექნიკის გაქირავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკის გაქირავების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯი თი გრუპი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
კომპანია "ჯი-თი გრუპ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკის გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე.

"ჯი-თი გრუპ"-ი ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ინჟინერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების, ტექნიკის გაქირავების ან ლოჯისტიკის სფეროში;
** MS Office-ის ცოდნა, CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და მართვის გამოცილება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გასაქირავებელი ტექნიკის სერვისის სრული პროცესის მართვა - მოლაპარაკება, ხელშეკრულებების გაფორმება, ანგარიშსწორების კონტროლი;
** არსებული ტექნიკის პარკის მართვა და გეგმიური განახლების კონტროლი;
** კლიენტებთან ურთიერთობის წარმართვა, საჭიროებების შეფასება და შეთავაზებების მომზადება;
** გასაქირავებელი ტექნიკის მდგომარეობის მონიტორინგი, სერვისის დაგეგმვა და ანგარიშგება შესაბამის დეპარტამენტთან;
** ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი და პერიოდული რეპორტინგი მენეჯმენტისთვის;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტების პირობების შესწავლა;
** პროცესების ოპტიმიზაცია და მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება;
** მონაწილეობა სადაზღვევო, ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხებში, რაც უკავშირდება გაქირავებულ ან გასაქირავებელ ტექნიკას;
** პროცესების ოპტიმიზაცია და მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება;

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtgroup.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "კოლხი ჯგუფმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე