Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: იდეალი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
სავაჭრო ცენტრი "იდეალი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი + ბონუსი სისტემით), პლიუს ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი კახეთის გზატკეცილი N83ა სავაჭრო ცენტრი "იდეალი".

სამსახურებრივი მოვალეობა:

სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება (დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).

სამუშაო პირობები: სრული განაკვეთი, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ- ჩვევები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
** კომუნიკაბელურობა.

სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება თვეში 800 ლარი.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.
ელ ფოსტა: salevacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: http://www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე