Робота для біженців з України
კურიერი - ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი
მომწოდებელი: საკურიერო კომპანია GFS
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"GFS" საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "გლობალ ნოვა ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: გამომუშავებით ამანათის მაჩვენებლის მიხედვით +ბონუსი ან ფიქსირებული 1600+ საწვავი 400 + მანქანის ხარჯი 100 და დაზღვევა.

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
** ჩამოსული ამანათების დახარისხება;
** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის.
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: gfsglobalnovalogistic@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე