Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Georgian Coffee Group
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "ჯორჯიან კოფი გრუპ" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-კურიერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდება;
** გადასაზიდი საქონლის ვიზუალური დათვალიერებით შეფასება და მითვლა, ასევე მომხმარებლისთვის ჩაბარება;
** ავტომობილის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** ავტომობილის მოვლა, სისუფთავეზე ზრუნვა;
** საგზაო წესების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი 25 წლიდან;
** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს Bკატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;
** სამსახურებრივი ავტომანქანა იქონიოს მოწესრიგებულ, სუფთა მდგომარეობაში;
** გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** იყოს პუნქტუალური, დისციპლინირებული და ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება - ხელზე ასაღები 1300 (ათას სამასი) ლარი დამატებით ბონუსები (ანაზღაურების მომატების პერსპექტივით);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული სამუშაო პირობები და მეგობრული გარემო;
** სამუშაო გრაფიკი - სრული.- ორშაბათი - პარასკევი - 09:00-დან 18:00 საათამდე;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgiancoffeegroup@gmail.com და დასახელებაში მიუთითეთ "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე