Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ლეჯენდ
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "ჯორჯიან ლეჯენდ" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "შაბო" (შემდგომში "ჯორჯიან ლეჯენდ") 2011 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ეწევა პროდუქციის ექსპორტს. "შაბო"-ს და "ჯორჯიან ლეჯენდ"-ის სასმელები წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, შოტლანდია და სხვ.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 სთ, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 12.
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად შესწავლა;
** კომუნიკაცია მყიდველებთან;
** მომხმარებლისთვის პროდუქციაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტირება;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება მაღაზიის სტანდარტების მიხედვით;
** პროდუქციის დახარისხებაში, მარკირებასა და ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სხვა ვალდებულებები, განსაზღვრული მაღაზიის მენეჯერის მიერ.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) -ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: georgianlegend@georgianlegend.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე