Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: X-Architecture
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
არქიტექტურული კომპანია იქს-არქიტექტურა / X-Architecture წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტალურ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ არქიტექტორს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.

ამჟამად ვეძებთ გამოცდილ არქიტექტორს , რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს და მოამზადებს მუშა დოკუმენტაციას Revit-ში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: არქიტექტურა
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 5 წელი მსგავს პოზიციაზე.
** არქიტექტურული პროგრამების (Autodesk Revit) ცოდნა.
** ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით. არქიტექტურული პროექტების მომზადება.
** არქიტექტურულ სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოება.
** კონსტრუქციული ნახაზების გარჩევა;
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი.
** არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი.
** პრობლემასთან გამკლავების უნარი.
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.
** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი.
** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი.
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაოს აღწერა:

** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა;
** მუშა ნახაზის შედგენა და/ან რევიზია;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია-ზედამხედველობა;
** პროექტის სრული კომპლექტაციის მომზადების შედგენა/ორგანიზება, საპროექტო გუნდის კონტროლი/მენეჯმენტი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!

http://www.x-architecture.co.uk

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 4000₾ ასევე დამატებით ბონუსები)
გამოცდილების შესაბამისად
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე