უკვე 15 წელია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24
საათის განმავლობაში. თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე ციფრული პლატფორმები - ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. კომპანიის არხებში სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება. კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.
სამუშაო მოვალეობები:
** ტესტ ქეისების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისთვის
** ტესტირების ჩატარება არსებული და ახალი პროდუქტებისთვის
** პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** დეფექტების იდენტიფიცირება, დაფიქსირება და მონიტორინგი JIRA-ზე
** ტესტირების ავტომატიზაციის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება AGILE გარემოში
** ტესტ ავტომატიზაციის სკრიპტების შექმნა JAVA + PLAYWRIGHT; SELENIUM-ის მეშვეობით
** API ტესტების ავტომატიზაცია RESTASSURED ან POSTMAN-ის გამოყენებით
** ტესტების გაშვება სხვადასხვა გარემოზე და ტესტ რეპორტების გენერირება ALLURE ის მეშვეობით
** რეგრესული, ინტეგრაციისა დაSMOKE ტესტების ავტომატიზაცია
გამოცდილება:
** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი ტესტირების მიმართულებით;
** სასურველია 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ტესტ ქეისების შედგენის გამოცდილება;
** სასურველია რომელიმე პროგრამირების ენის საფუძვლების ცოდნა: Java, C#, Python;
** Java-ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ტესტ ქეისების ავტომატიზაციაში;
** პრაქტიკული გამოცდილება Playwright/Selenium/Selenide-ის და მათი მეშვეობით ტესტირების ავტომატიზაცია;
** გამოცდილება REST API-ების ტესტირებაში RestAssured ან Postman-ის გამოყენებით;
თიბისი ფეი / TBC PAY:
** GitLab/GitHub-თან მუშაობის გამოცდილება;
** ბაზებთნ მუშაობის გამოცდილება (MS SQL, MYSQL, Postgre).
პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლიანი;
** კრეატიული;
რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი".
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge
შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის,
ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის
თიბისი ფეი / TBC PAY:
მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting
შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
|