Робота для біженців з України
C, E კატეგორიის მძღოლი - პოზნანი, პოლონეთი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: C, E კატეგორიის მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
დავასაქმებ CE კატეგორიის მძღოლებს ტრაილერზე პოლონეთში ჰოლანდიურ კომპანიაში, როგორც გამოცდილ, ასევე დამწყებ მძღოლებს - გვაქვს სტაჟირების პროგრამა.

ხელფასი ევროპაში გამოცდილი მძღოლებისთვის: 2500-2700 ევრო.

ანაზღაურება არის დღიური - მიუხედავად იმისა, გექნებათ თუ არა საქმე, თქვენ მაინც ყოველდღიურად მიიღებთ შემდეგ ანაზღაურებას როგორც სამუშაო დღეებში, ასევე არა სამუშაო დღეებში, ანუ შაბათს და კვირასაც:

** სტაჟირებისას - 62 ევრო/დღე (თვეში 1860-1922 ევრო) + ბონუსი
** 1 თვის შემდეგ - 75 ევრო/დღე (თვეში 2250-2325 ევრო) + ბონუსი
** 1 წლის შემდეგ - 80 ევრო/დღე (თვეში 2400-2480 ევრო) + ბონუსი
** 2 წლის შემდეგ - 85 ევრო/დღე (თვეში 2550-2635 ევრო) + ბონუსი

დამატებითი ბონუსები:

** 3 ევრო/დღეზე — ზაფხულის ბონუსი (ყველა მძღოლზე)
** 5 ევრო — ინგლისის რეისებზე
** 5 ევრო — თვითდაცლა/თვითდატვირთვაზე (თუ ასეთი იქნება რაც იშვიათად ხდება)
** 100 ევრო — თუ მძღოლი პირდაპირ ჩავა ჰოლანდიის ან გერმანიის ბაზაზე
** ასევე არის პერიოდულად სხვა ბონუსებიც და საჩუქრებიც.

ხელფასი ირიცხება ბანკში ყოველი თვის 10 რიცხვში.

არ გვაქვს:

** ჯარიმები.
** ხელფასის დაკავებები.
** საწვავის ნორმები.
** პალეტების გაცვლები.
** ტახოს დარღვევები.
** ასევე ჩვენთან არ მოგიწევთ ევროვინეტკის ყიდვა, ვინაიადან ყველგან იხდის ჩვენი ბოქსი ავტომობილში, მათ შორის შვეიცარიასა და ინგლისშიც.

რეისები არის მთელი ევროპის მასშტაბით: ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, დანია, ჩეხეთი, შვედეთი, ნორვეგია და ასევე ინგლისი.

რაც შეეხება ინგლისის ვიზას — კომპანია გეხმარებათ უფასო ვიზის აღებაში, თუმცა საჭიროა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება:

** გარკვეული პერიოდის გამოცდილება
** მოწესრიგებული მუშაობის სტილი
** მინიმალური ინგლისური ენის ცოდნა და ა.შ.

ვის შეუძლია დაიწყოს ჩვენთან მუშაობა:

** ნებისმიერ გამოცდილ ან გამოუცდელ მძღოლს, ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სტაბილურ და მშვიდ კომპანიაში, იმუშაოს და გამოიმუშაოს იმდენი, რამდენსაც მოინდომებს — ყოველგვარი ჯარიმების, გამოკლებების და სხვა მაცდუნებელი დაპირებების გარეშე.
** ველით ყველას, ვინც არის პატიოსანი და მშრომელი.
** ვისაც აქვს მინიმალური ცოდნა რუსულ, ინგლისურ ან პოლონურ ენებში.
** ასაკი: 20 წლიდან 55 წლამდე (თუმცა შესაძლებელია გამონაკლისებიც უფრო ასაკოვან კანდიდატებზეც — ეს კი დამოკიდებულია ადამიანის სურვილზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და შესაძლებლობებზე).

საჭირო საბუთები:

** მართვის მოწმობა (CE კატეგორია)
** ბიომეტრიული პასპორტი (დარღვევების გარეშე)
** ნასამართლობის ცნობა საქართველოდან (თარგმანით)
** ვიზა - (მოწვევას გიგზავნით კომპანია)
** ტახოგრაფის ბარათი (ქართული ან პოლონური)
** ADR ბარათი (ქართული ან პოლონური)
** კოდი-95 (მხოლოდ პოლონური)
** პოლონური სამედიცინო დასკვნა (მხოლოდ პოლონური)
** პოლონური ფსიქოტესტი (მხოლოდ პოლონური)

ბოლო სამ საბუთზე (კოდი-95, მედიცინა და ფსიქოტესტი) საჭიროა ერთი დღე ჩამოსვლა პოლონეთში ---
- შეგვიძლია დაგაკვალიანოთ და მოგაწოდოთ კონტაქტები ნებისმიერ ამ საბუთის გასაკეთებლად როგორც საქართველოში ასევე პოლონეთში (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კომპანია არ აფინანსებს ამ საბუთების გაკეთებას.
მათ, ვისაც სურს ჩვენთან მუშაობის დაწყება, ეს საბუთები უნდა ჰქონდეს რომ გაფორმდეს, ან დაწყებული მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ბაზაში სიაში შევიყვანოთ.)

კომპანიის შესახებ:

** ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანია ევროპაში.
** ყავს 2000+ თანამშრომელი
** ყავს 1300 სატვირთო (Mercedes და DAF — 2-3 წლის) და უნდათ ავტოპარკის გაზრდა, ამიტომაც ცხადდება ვაკანსია ახალ მძღოლებზე როგორც დამწყებებზე ასევე გამოცდილებზეც.
** ოფისი: პოზნანი, პოლონეთი.
** ბაზები: ჰოლანდია და გერმანია.
** მძღოლების გადაადგილება პოზნანიდან ჰოლანდიის ბაზებზე ხდება — კომპანიის მიკროავტობუსით და მძღოლით.
** ბაზებზე არის: ნივთების შესანახი ზონა, დუში, სარეცხი, საშრობი, ყავა, სამზარეულო და მისაღები.
(თუმცა დასაძინებელი ადგილი არ არის, რადგან ჩვენი ბაზები არ არის გათვლილი დიდხანს გასაჩერებლად, იგულისხმება რამდენიმე დღე ან კვირა. აქ მძღოლები ძირითადად მოდიან ან ავტომობილის მისაღებად, ან ჩასაბარებლად. ასევე შეიძლება ვინმეს მოუწიოს 24-საათიანი ან 45-საათიანი პაუზა ბაზაზე. თუმცა არის ლოჯისტიკები და ბაზები, საიდანაც ხდება დასტარტვა და დაბრუნება ყოველ ორ-სამ კვირაში ერთხელ, ისევ იმავე ბაზაზე.)

როგორ ხდება დასაქმება:

კომპანია გიგზავნით მოწვევას და ამ მოწვევის საფუძველზე თქვენ აიღებთ ვიზას, რის შემდეგაც ჩამოხვალთ პოლონეთში ქ. პოზნანში. მობრძანდებით ჩვენს ოფისში და გაფორმდებით. პარალელურად გახსნით ბანკის ანგარიშს პოლონეთში, გააკეთებთ PESEL-ს (ეს არის პოლონური პირადი ნომერი) და გაივლით სხვა საჭირო პროცედურებს.

ამ ყველაფერს დაახლოებით 3-4 დღე სჭირდება და ამ პერიოდში შეგიძლიათ დაბინავდეთ ჩვენს სასტუმროში უფასოდ
(შემდეგ კი ეს სასტუმრო შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი დღე უფასოდ, როცა ჩამოფრინდებით პოზნანში რეისში გასვლის წინ და ასევე ერთი დღე უფასოდ მაშინ, როცა საქართველოში წახვალთ დასასვენებლად რეისის დასასრულს).

გაფორმების შემდეგ, თუ ჩამოდიხართ როგორც გამოცდილი მძღოლი — პოზნანშივე ჩააბარებთ ტარების გამოცდას.
ხოლო დამწყები მძღოლები ტარების გამოცდას ჩააბარებენ სტაჟირების დასრულების შემდეგ.

ამის შემდეგ ორივე კატეგორიის მძღოლები გადანაწილდებიან ბაზებზე, მიიღებენ ავტომობილებს და დაიწყებენ მუშაობას:
გამოცდილი მძღოლები — დამოუკიდებლად, სტაჟიორებიც მაშინვე წავლენ რეისში — გამოცდილ მძღოლებთან ერთად სტაჟირების რეჟიმში.

სტაჟირების ხანგრძლივობა დაახლოებით 3-4 კვირაა და მასწავლებელი შესაძლებელია შეგხვდეთ როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი, ბელორუსი ან სხვა — გააჩნია, თქვენ რომელ ენაზე საუბრობთ: რუსულად, ინგლისურად თუ პოლონურად.

ეს დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, თუმცა ძირითადად ესენი არიან რუსულად მოსაუბრე მძღოლ-მასწავლებლები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგები შესაბამისი საქმიანობისთვის.

რაც შეეხება გამოცდას — ეს არ არის იმ ტიპის გამოცდა, როგორიც საქართველოშია.

ეს არის რეალურ პირობებში ჩატარებული გამოცდა: მისაბმელის ჩახსნა-ჩაბმა, და რემპაზე დაყენება.
იგულისხმება ის, რომ თუ პირველ მცდელობაზე ვერ მიაყენებთ — შეგიძლიათ მეორედ ან მესამედ ცადოთ, აქ ამაზე არ ხართ შეზღუდულები.

ანუ გამოცდა აქ არ ნიშნავს ადამიანის ჩაჭრას ისე, როგორც ხდება საქართველოში.
უბრალოდ აქ კომპანიის მიზანია დარწმუნდეს, რომ თქვენ მზად ხართ დამოუკიდებლად მართოთ ავტომობილი — ესაა და ეს.

ავტომობილში დაგხვდებათ სამსახურის ტელეფონი, ჟილეტი და სამუშაო ბათინკებიც, რისთვისაც წინასწარ უნდა შეგვატყობინოთ თქვენი ფეხის ზომა. ასევე, ხშირ შემთხვევაში გაიცემა - ჩვენი ფირმის მაისურიც და ქურთუქიც.

ჩვენთან მუშაობენ როგორც კაცები, ქალები, ასევე წყვილები — ცოლ-ქმარი, ძმები, უბნელები და ა.შ.
გრაფიკი არის შეთანხმებით, შესაბამისად შეგიძლიათ თავად დაგეგმოთ, რამდენი ხანი იმუშავებთ და რამდენი ხნით წახვალთ საქართველოში დასასვენებლად.

მაგალითად:

** 3 კვირა მუშაობა / 2 კვირა დასვენება
** 6 კვირა მუშაობა / 3 კვირა დასვენება
** 3 თვე მუშაობა / 1 თვე დასვენება
** 5 თვე მუშაობა / 2 თვე დასვენება
** და ა.შ. — მთავარია, წინასწარ ამცნობოთ თქვენი გეგმების შესახებ კომპანიას.

დასაქმების მსურველებს - ვთხოვთ უყურეთ ჩემს პირველ ვიდეოს სრულად და მხოლოდ ამის შემდეგ დამიკავშირდით!

1. https://www.youtube.com/watch?v=Yv7XltDYAk0

ასევე გთხოვთ უყუროთ მეორე მოკლე ვიდეოსაც;

2. https://www.youtube.com/shorts/XODQypUEPd8

საკონტაქტო ინფორმაცია:

WhatsApp / Viber: +48 517 906 337 (ქართულად/რუსულად)
ელფოსტა: infonygus@gmail.com
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/reel/1821343205094118
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე