დასახელება:
პროექტის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
მეამა
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
შპს "მეამა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე დროფერების პროექტის მიმართულებით.
ვეძებთ მოტივირებულ, ორგანიზებულ და სტრატეგიულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დროფერების (მეამას ყავის კაფსულების ვენდინგ აპარატი) პროექტის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში .
მისამართი: გივი ამილახვარის ქუჩა N2;
სამუშაო გრაფიკი: სრული -კვირაში 5 დღე, 10:00 -19:00 (1 საათიანი შესვენების დროით);
ანაზღაურება - შეთანხმებით
მოვალეობები:
** პროექტის განვითარების სტრატეგიის შექმნა და განხორციელება- მასთან დაკავშირებული პროცესების კოორდინირება და მართვა ;
** დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია და შეხვედრები -პროექტის გაცნობა, საინვესტიციო და ფინანსური პირობების ამსახველი ინფორმაციის სწორად და ეფექტურად მიწოდება,
** მჭიდრო კომუნიკაცია კომერციულ გუნდთან - შედეგებისა და გეგმების ანალიზი ;
** მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა და პროცესის კოორდინაცია იურიდიულ გუნდთან ერთად;
** კომპანიის შიდა კომუნიკაციების მართვა ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბიზნეს განვითარების, გაყიდვების ან პროექტის მართვის სფეროში;
** ძლიერი პრეზენტაციული და კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ფინანსური ანალიზისა და შეფასების უნარი;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე: career@meama.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 21 აგვისტო.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან .გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|