Робота для біженців з України
მიტანის სერვისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიტანის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: წისქვილი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ, წისქვილი ჯგუფში გვაქვს მიტანის სერვისის მენეჯერის პოზიცია.

ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** პროგრამის/აპლიკაციების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** პლატფრომებზე (Glovo, Wolt, Yandex) აქტიური პოზიციების მონიტორინგი;
** პარტნიორებთან (Glovo, Wolt, Yandex) ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და გაზიარება;
** კურიერებთან კომუნიკაცია (საჭიროებიდან გამომდინარე);
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში ქეისის გადმობარება, გაანალიზება, საჭირო ღონისძიებების გატარება;
** დაქვემდებარებულ პერსონალის მართვა/ადმინისტრირება;
** ზარების მონიტორინგი;
** შიდა სამუშაო ფაილების შექმნა და მარტივი რეპორტების წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Excel - საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური - Upper Intermediate დონე.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე