Робота для біженців з України
შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ენერგეტიკული კომპანია "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

** განახორციელოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოები (სავარაუდო ღირებულების დადგენა, ბაზრის შესწავლა/ფასთა გამოკითხვა);
** საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნ სტრუქტურულ ერთეულთან განახორციელოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების დაზუსტება;
** კანონმდებლობის შესაბამისად, სატენდერო პროცედურის ჩატარების უზრუნველყოფა და მონიტორინგი (სატენდერო კომისიის აპარატის წევრი);
** კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და შეთანხმების ელექტრონული (PDF) ფაილის, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
** სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის პროექტების მოქმედ წესებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** ელექტრონული შესყიდვის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა;
** კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების გაფორმება;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშფაქტურის ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში;
** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების მომზადება ატვირთვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური, ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება, აქედან, შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office პროგრამები).
** ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე (კომუნიკაციის ან/და საქმიანი მიმოწერის წარმოება ინგლისურ ენაზე).

პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნება.
** დისციპლინირებულობა.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ინსტრუქციების პროცედურების დაცვის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** ორგანიზებულობა.
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** შემჭიდროებულ ვადებში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruiting444@outlook.com არაუგვიანეს 2025 წლის 31 ივლისისა. გთხოვთ საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

შენიშვნა:

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე