დასახელება:
ქსელის განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
მოვალეობები:
** მაღაზიების ქსელის გაფართოების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება
** ახალი ლოკაციების მოძიება, შეფასება და შერჩევა ბიზნეს მიზნების გათვალისწინებით
** ქონების მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების კოორდინაცია
** პროექტის ეტაპების მონიტორინგი — კონცეფციის დაგეგმვიდან გახსნამდე
** ბაზრის ანალიზი, კონკურენტული გარემოს შეფასება და სამომავლო ზრდის შესაძლებლობების განსაზღვრა
** თანამშრომლობა იურიდიულ, ფინანსურ და ოპერაციულ გუნდებთან
** მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა/კონტროლი კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** ტრანზაქციების სიზუსტის და დანერგილი პროგრამის კონტროლი;
** ობიექტის ზრდისა და განვითარებისათვის სპეციფიური სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების ანალიტიკა, მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
** პერსონალის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** აუცილებელია მოლაპარაკებების წარმოებისა და საველე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ორგანიზებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 18 აგვისტო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|