Робота для біженців з України
მორიგე რეგისტრატორი - მცხეთა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე რეგისტრატორი
მომწოდებელი: მცხეთის სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "მცხეთის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე

სამუშაო განრიგი: ყოველ მესამე დღეს 16 საათიანი, დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა;
ანაზღაურება - მორიგეობის მიხედვით

მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ N 20.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე tamosirbiladze@mmc.com.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მორიგე რეგისტრატორი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე