დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ინტერნო
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
სარემონტო მასალების შოურუმი "ინტერნო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-კვირა 11:00-19:00 (2 ცვლა: 15 სამუშაო დღე თვეში);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლისთვის პროდუქტის შერჩევა და მის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, მონიტორინგი, ადმინისტრირება;
** რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გამოცდილება: გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული ან ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS word, Excel, Powerpoint.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებული, პუნქტუალური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულს ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით;
** სასიამოვნო, მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@interno.ge.
გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 31.07.2025
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!
|
|
|
|