დასახელება:
წარმოების მიკრობიოლოგი
|
მომწოდებელი:
ბიოქიმფარმი
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
სს "ბიოქიმფარმი" GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
კომპანია ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს წარმოების მიკრობიოლოგის თანამდებობაზე:
ჩვენ გთავაზობთ:
კვალიფიციურ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
GMP-ის სერტიფიცირებულ სტერილურ ფარმაცევტულ საწარმოში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღებას.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და შიდასაწარმოო მოთხოვნების დაცვა;
** მე-2-ე დონის ბიოუსაფრთხოების კაბინეტში მუშაობა ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით;
** საწარმოს ლაბორატორიაში მიკრობულ შტამებთან და ფაგებთან დაკავშირებული ლაბორატორიული პროცედურების შესრულება;
** საწარმოში მიკრობთა გამრავლებასთან, კულტივაციასთან, გასუფთავებასთან, ჩათესვასთან და რეპლიკაციასთან, ასევე ფაგოლიზატის მომზადებასთან და სტერილურ ფილტრაციასთან დაკავშირებულ საწარმოო პროცესებში მონაწილეობა;
** სამუშაოს სრულყოფილი დოკუმენტირება შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, კომპანიის ხარისხის მართვის სისტემისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაგისტრის ხარისხი მიკრობიოლოგიაში, ვირუსოლოგიაში მოლეკულურ და უჯრედულ ბიოლოგიაში, ბიოტექნოლოგიაში ან სხვა მომიჯნავე დარგებში;
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში;
** მიკრობიოლოგიის საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ფაგებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბიოტექნოლოგიური წარმოების ტექნიკური ასპექტების საბაზისო ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია ხარისხის სისტემების სტანდარტების (GMP, ISO, FDA) საბაზისო ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** კრიტიკული აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დროისა და რესურსების რაციონალურად მართვის უნარი;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|