Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=651504&print=yes&view=jobs
 
ვულკანიზაციის ოპერატორი მსუბუქი ავტობობილების მიმართულებით - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვულკანიზაციის ოპერატორი მსუბუქი ავტობობილების მიმართულებით
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში გორის ფილიალში ვულკანიზაციის ოპერატორის პოზიცია გვაქვს ვაკანტური მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: სატრანსპორტო საშუალების საბურავების დათვალიერება, დეფექტაცია, საბურავების აღდგენა, შეცვლა და ბალანსირება, საბურავის დისკის გასწორება

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განცხადება იხილეთ ბმულზე: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1864

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია