დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
Autostar
|
გამოქვეყნდა: 21 ივლისი
/ ბოლო ვადა: 21 აგვისტო
|
შპს "აუტოსტარი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია არის ავტონაწილების ერთ-ერთი მხსვილი იმპორტიორი საქართველოში და წარმოადგენს ისეთი საავტომობილო ბრენდების სათადარიგო ნაწილებს, როგორებიცაა: Audi, Volkswagen, BWM, Mercedes და სხვა.
სამუშაო ადგილი: ვახუშტი ბაგრატიონის 23
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)
გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისგან ინფორმაციის მიღება და მათთვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
** კლიენტისგან მიღებული შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება
** პროდუქციის ეტაპობრივი აღწერა, მაღაზიის პროდუქციით შევსება
** სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება
** ნაშთების რაოდენობებისა და ვადების კონტროლი
** პროდუქციის შეკვეთასთან დაკავშირებით მენეჯერის ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მისაღებია ნებისმიერი განათლება
** სასურველია მომხმარებელთან ურთიერიერთობის გამოცდილება
** ავტონაწილების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებისკენ სწრაფვა
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით
** განვითარების შესაბამისად მზარდ ანაზღაურებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე: +995 599272764
|
|
|
|