Робота для біженців з України
იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია ILARIA ეძებს "იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს" ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

პოზიცია: იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

მისია და როლი: იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის იურიდიული სტრატეგიის განსაზღვრასა და მართვაზე. მისი მიზანია ორგანიზაციის სამართლებრივი მიმართულების გაძლიერება და სამართლებრივი რისკების ეფექტიანი მართვა, არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით. იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს კომპანიის სტრატეგიულ მენეჯმენტში და ითანამშრომლებს როგორც შიდა, ისე გარე მხარეებთან — მათ შორის რეგულატორებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან და იურიდიულ მრჩევლებთან.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის იურიდიული სტრატეგიის განსაზღვრა და მართვა;
** სამართლებრივი სტრატეგიის ინტეგრაცია კომპანიის საერთო ბიზნეს მიზნებთან;
** სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა კომპანიის ყველა სტრუქტურული ერთეულისათვის;
** ყველა ძირითადი იურიდიული საკითხის მართვა, მათ შორის: (სადაზღვევო პროდუქტების სამართლებრივი ანალიზი; კლიენტებთან/პარტნიორებთან კონტრაქტების განხილვა და შეთანხმება; შიდა და გარე დავების მართვა.);
** მოთხოვნების სამართლებრივი განხილვა (მათ შორის ზიანის ანაზღაურებაზე);
** მოლაპარაკებების სამართლებრივი მხარდაჭერა;
** იურიდიული დოკუმენტების და ხელშეკრულებების შედგენა, განხილვა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** იურიდიული დეპარტამენტის სტრუქტურის განვითარება და მართვა;
** გუნდის წევრების პროფესიული მხარდაჭერა;
** სამუშაო პროცესების მონიტორინგი და ეფექტიანობის გაუმჯობესება;
** სტრატეგიული გადაწყვეტილებების იურიდიული შეფასება;
** კორპორაციული მმართველობის სამართლებრივი მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრის (აუცილებელია) და/ან მაგისტრის (სასურველია) ხარისხი;
** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება იურიდიულ სფეროში, აქედან მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია სადაზღვევო, საბანკო ან საფინანსო სექტორში);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
** შრომითი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** სამართლებრივი ანალიზისა და რისკების შეფასების უნარი;

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** პუნქტუალურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი"

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე