დასახელება:
ექთანი, ექთნის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" აცხადებს ვაკანსიებს ქ.თბილისი სხვადასხვა პოზიციებზე.
განაცხადის შემოტანის საბოლოო 25 აგვისტო.
ჩვენს შესახებ:
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება აცხადებს ვაკანსიას შინმოვლის პროექტის პერსონალთათვის, ექთნის და ექთნის ასისტენტის პოზიციებზე.
სამუშაო განაკევთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიზნის, სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ბენეფიციარის/პაციენტის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით ყოვედღიური საქმიანობები კომპეტენციის შესაბამისად.
** ბენეფიციარის მოვლა. ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სასიცოცხლო ნიშნების რეგულარული მონიტორინგი.
** წერილობითი ინფორმაციების წარმოდგენა პროექტის მოქმედების გეგმის შესაბამისად, დოკუმენტების, ანგარიშების და სხვა საბუთების წარმოება კომპეტენციის შესაბამისად
** პროექტით დაგეგმილი საქმიანობების დროული და ეფექტური განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში
** შინმოვლის გუნდის სწავლებაში და მათი სამუშაოს მონიტორინგში მონაწილეობა კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისად
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად
** შინმოვლის კონცეფციის განვითარება და მისი ადაპტირება მიზნობრივ ადგილზე, განსაკუთრებით პროექტის განხორციელების საწყის ეტაპებზე
** მუნიციპალურ და სახელმწიფო დონეზე სამედიცინო რეგულაციებში მიმდინარე ცვლილებების შესახებ რეგულარული წვდომა და მისი გაზიარება გუნდისათვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საექთნო განათლება ექთნის შემთხვევაში. საშუალო განათლება ექთნის ასისტენტის შემთხვევაში.
** კომპიუტერული მუშაობის და საოფისე პროგრამების ცოდნა.
** მოლაპარაკებისა და მედიაციის კარგი უნარი, გაწონასწორებულობა
** გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარი
** გუნდური მუშაობისა და წარმოშობილ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებთან გამკლავების უნარი
** ბენეფიციარის/პაციენტის პირადი ინფორმაციის კონფედენციალობის და მასთან მიმართებაში პროფესიული ეთიკის დაცვა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და სანდოობა
** უწყვეტი სწავლებისა და პროფესიული სიახლეების მიმართ მზაობა და ათვისების უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@redcross.ge; egakhokidze@redcross.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ექთანი, ექთნის ასისტენტი" და ა. შ.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების ჩასატარებლად.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|