Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=651390&print=yes&view=jobs
 
ბარისტა, მასტერ ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა, მასტერ ბარისტა
მომწოდებელი: კოფისტა
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / ბოლო ვადა: 18 აგვისტო
Coffee Shop-ების ქსელი "კოფისტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ბარისტა, მასტერ ბარისტა.

თუ გსურთ გაეცნოთ ყავის მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიას, გიყვართ ყავა და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

კომპანია "კოფისტა" სტაბილურად მზარდი ქართული ბრენდია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და წარმოდგენილია 6 "coffee shop"-ით.

ჩვენი მიზანია, თანამშრომლებს შევუქმნათ კომფორტული გარემო და ვიზრუნოთ მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ონლაინ პლატფორმებს:

https://www.instagram.com/coffeesta__/
https://www.facebook.com/coffeestaGeo
https://www.coffeesta.com/

გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი.
სამუშაო საათები: 10:00-19:00, 13:00-23:00. (მცოცავი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (გალერეა თბილისი, თბილისი მოლი)

ანაზღაურება:

მასტერ ბარისტა - 1100 ლარი + ბონუსი (გამოცდილება აუცილებელია ცვლის მენეჯერის ან მომიჯნავე პოზიციებზე)
ბარისტა - 900 ლარი + ბონუსი (განიხილება დამწყებიც)

ბარისტას ფუნქცია-მოვალეობები: (ლოკაცია: გალერეა თბილისი)

** მომხმარებლის მომსახურება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** სენდვიჩების აწყობა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

მასტერ ბარისტას ფუნქცია-მოვალეობები: (ლოკაცია: თბილისი მოლი)

** მომხმარებლის მომსახურება;
** თანამშრომელთა კონტროლი, გრაფიკების გაწერა;
** შეკვეთების განხორციელება და დისტრიბუციის მიღება;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა;
** ბარში მუშაობა - ცივი და ცხელი სასმელების სხვადასხვა სახეობის მაღალ დონეზე მომზადება;
** სენდვიჩების აწყობა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება;

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** აქტიური;
** პოზიტიური.
** ყურადღებიანი
** პუნქტუალური

ჩვენ გთავაზობთ:

** ორი სახის ბონუსს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 40% იანი ფასდაკლებას;
** კარიერულ განვითარებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@coffeesta.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კოფისტა მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის
და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია