დასახელება:
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟე
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 18 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 აგვისტო
|
კომპანია "SEKKEI PARK" აცხადებს ვაკანსიას - წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მემონტაჟის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 -18:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წყალმომარაგების მილების მონტაჟი;
** წყლის სატუმბი სისტემის მონტაჟი;
** გარე და შიდა საკანალიზაციო მილების მონტაჟი;
** გათბობის მილების მონტაჟი;
** საქვაბის მოწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება - 2 წლიანი;
** საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** სამონტაჟო სტანდარტების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია მართვის მოწმობა;
** ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** დისციპლინირებულობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა — პრაქტიკული გამოცდილება, მენტორობა და უწყვეტი სწავლა;
** თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კულტურა, სადაც თქვენი იდეები დაფასებულია;
** კეთილმოწყობილი სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 116 735
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|